უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - Palitra News

უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

2026-10-06 12:57:57+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. გაძევებულთა შორის არიან: იორდანიის, ინდოეთის, ეგვიპტის, ლიბანის, ალჟირის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 107 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3300-მდე პირი.