მედია - ლიეტუვის პარლამენტმა პირველი მოსმენით ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების კონსტიტუციური აკრძალვის გაუქმებას მხარი დაუჭირა - Palitra News

მედია - ლიეტუვის პარლამენტმა პირველი მოსმენით ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების კონსტიტუციური აკრძალვის გაუქმებას მხარი დაუჭირა

2026-10-06 14:44:56+04:00

ლიეტუვის პარლამენტმა პირველი მოსმენით ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების კონსტიტუციური აკრძალვის გაუქმებას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT-ი ავრცელებს.

ლიეტუვის სეიმში საკონსტიტუციო შესწორებას პირველი მოსმენით მხარი 106-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 18-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

ლიეტუვის კონსტიტუციის 137-ე მუხლი ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღისა და უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზების განთავსებას კრძალავს. შესწორება კონსტიტუციიდან ამ დებულების ამოღებას ითვალისწინებს.

სეიმის თავმჯდომარემ, იუოზას ოლეკასმა განაცხადა, რომ საბოლოო კენჭისყრა 2027 წლის 12 იანვარს არის დაგეგმილი.