პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერი აქცია „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ გრძელდება. პატიმრის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები მოითხოვენ, რომ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მათ პირდაპირი ეთერი დაუთმონ. თავდაპირველად პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერები სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ გადაინაცვლეს. მსჯავრდებული ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებ. დავითაძის მშობლები სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძისა და რუსთავის განსაკუთრებული რისკის ციხის დირექტორის შოთა ტრაპაიძის გადადგომას ითხოვენ.