პროკურატურასა და 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეს შორის საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების ეტაპზეა. სააგენტო „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, საუბარია ორივე მათგანისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, რეალური სასჯელის სახით ერთი წლითა და ერთი თვის ვადით. თუკი, საბოლოო შეთანხმება ამ პირობით დამტკიცდება, მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ.