საქართველოში პოლიტიკური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხი ევროპარლამენტის დღის წესრიგში მოექცა - საქართველოს საკითხზე 7 ოქტომბერს იმსჯელებენ, 8 ოქტომბერს კი ევროპარლამენტარები შესაბამის რეზოლუციას კენჭს უყრიან. საკითხი პოლიტიკურ უფლებებსა და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ეხება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნების მიერ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნა ცივილიზებული მსოფლიოსთვის შეშფოთების საგანია. თუმცა შემაშფოთებელს ვერაფერს ხედავს ხელისუფლება, რომელიც საკონსტიტუციო სარჩელს ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებებზე პასუხად აღიქვამს.