შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული 553 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული 553 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა

2026-10-06 16:00:23+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული 553 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა. მათი საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 34 მილიონ ლარზე მეტია. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალურ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მაღალტემპერატურულ ღუმელში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურეს, მათ შორის: „მეთადონი“, „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ“, „კლეფედრონი“,და „კოდეინი“.