მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხზე პროკურატურასთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შეთანხმება თითოეულისთვის 1 წლითა და 1 თვის ვადით რეალური სასჯელის შეფარდებას ითვალისწინებს. თუ პირობები საბოლოოდ დამტკიცდება, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ.