გიორგი დავითაძის ოჯახის წევრებმა საზოგადოებრივი მაუწყებლისგან პირდაპირი ეთერი და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელების გადადგომა მოითხოვეს - Palitra News

გიორგი დავითაძის ოჯახის წევრებმა საზოგადოებრივი მაუწყებლისგან პირდაპირი ეთერი და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელების გადადგომა მოითხოვეს

2026-10-06 20:24:48+04:00

დღეს „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერების აქცია გაიმართა. პატიმრის ოჯახის წევრები მაუწყებლისგან პირდაპირი ეთერის დათმობას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები თავდაპირველად სპეციალური პენიტენციური სამსახურის შენობასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი საზოგადოებრივ მაუწყებელთან მსვლელობით მივიდნენ. მსჯავრდებული დავითაძე ბადრაგის თანამშრომლებს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა. მისი მშობლები სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისა და რუსთავის განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის, შოთა ტრაპაიძის გადადგომას ითხოვდნენ.