2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეებს ჯანმრთელობის პრობლემები შესაძლოა ხანგრძლივად დარჩენოდათ - ამის შესახებ კვლევის ავტორები აცხადებენ. კვლევა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უცხოელ ექსპერტებთან ერთად ეუთოში წარადგინეს. კვლევაში 524 მონაწილე გამოიკითხა. 29%-ს აქციებიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგაც სმენის პრობლემა ჰქონდა, 41%-ს - მეხსიერებისა და კონცენტრაციის, 37%-ს კი - შფოთვა, უძილობა და სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.