აიქარშის რეესტრში საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის სააგენტოს რეგისტრაცია აღდგა - Palitra News

აიქარშის რეესტრში საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის სააგენტოს რეგისტრაცია აღდგა

2026-10-06 20:27:35+04:00

საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში - აიქარში-ში რეგისტრაცია აღუდგა. გადაწყვეტილება EQAR-ის რეგისტრაციის კომიტეტმა 22 სექტემბერს მიიღო. საფუძვლად უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის - ენქუა-ს შეფასება დაედო. საერთაშორისო ექსპერტებმა2024-2025 წლებში საქართველოში ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები შეისწავლეს. შეფასების შედეგად დადასტურდა, რომ ეროვნული ცენტრის საქმიანობა და მოქმედი მექანიზმები ევროპულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს შეესაბამება.