ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვა - ევროპარლამენტი საკითხს განიხილავს, რეზოლუციას კი 8 ოქტომბერს უყრის კენჭს - Palitra News

ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვა - ევროპარლამენტი საკითხს განიხილავს, რეზოლუციას კი 8 ოქტომბერს უყრის კენჭს

2026-10-06 20:30:04+04:00

ხვალ, 7 ოქტომბერს საქართველოში ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის შესაძლო აკრძალვის საკითხს ევროპარლამენტი განიხილავს, ხოლო 8 ოქტომბერს კი შესაბამის რეზოლუციას კენჭს უყრის. ქართულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნა ევროპისთვის შემაშფოთებელია. „ქართული ოცნება“ კი განმარტავენ, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო სარჩელი ოპოზიციის ქმედებებზე მმართველი პარტიის სამართლებრივი პასუხია.