რუსეთის ძალების იერიშებს დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სასწრაფო დახმარების სამი ავტომობილი დაზიანდა და სამი ადამიანი დაშავდა. რუსულმა ძალებმა დარტყმა საცხოვრებელ კორპუსზეც განახორციელეს. შედეგად, ერთი ქალი დაიღუპა, კიდევ ერთი ადამიანი კი დაშავდა. კრამატორსკში რუსული იერიშების შედეგად სამაშველო და სამედიცინო ინფრასტრუქტურაც დაზიანდა.