მარტა კოსის შეფასებით, საქართველო მხოლოდ ფორმალურად არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა - Palitra News

მარტა კოსის შეფასებით, საქართველო მხოლოდ ფორმალურად არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა

2026-10-07 09:50:26+04:00

ევროკომისრის, მარტა კოსის შეფასებით, საქართველო მხოლოდ ფორმალურად არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. მისივე განმარტებით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესების ფონზე, ევროპარლამენტი საქართველოს საკითხს სწორედ დღეს განიხილავს, შესაბამის რეზოლუციას კი ხვალ, 8 ოქტომბერს მიიღებს. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო მმართველი გუნდის სარჩელი, რომელიც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითვალისწინებს. ოპოზიცია ამას საერთაშორისო შეშფოთების მიზეზად მიიჩნევს, ხელისუფლება კი გადაწყვეტილებას დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხად აფასებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის ახალი რეზოლუციები მათთვის მნიშვნელობას არ წარმოადგენს.