პატიმრის, გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები საპატიმროში მსჯავრდებულის საქმეზე პროტესტს აგრძელებენ და ორი მაღალჩინოსნის გადადგომას ითხოვენ. საუბარია რუსთავის ციხის უფროსზე, შოთა ტრაპაიძესა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელზე, გიორგი პატარიძეზე. ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთანაც ჩაატარეს და პირდაპირი ეთერის დათმობა მოითხოვეს. დავითაძე ბადრაგის თანამშრომლებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, რასაც პენიტენციური სამსახური უარყოფს. საკითხი პოლიტიკური სპექტრის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.