4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე, შესაძლოა, 4 ნოემბერს გათავისუფლდნენ - Palitra News

4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე, შესაძლოა, 4 ნოემბერს გათავისუფლდნენ

2026-10-07 09:51:49+04:00

4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე, შესაძლოა, 4 ნოემბერს გათავისუფლდნენ. მათთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების ეტაპზეა და სასჯელის სახით ერთი წლითა და ერთი თვით პატიმრობა განიხილება - ასეთ შემთხვევაში ისინი საპატიმროს 4 ნოემბერს დატოვებენ. საპროცესო შეთანხმების გაფორმებას გეგმავს კიდევ ერთი მსჯავრდებული, ირაკლი ჩხვირკია. მასსა და პროკურატურას შორის ამ ეტაპზე მხოლოდ ზეპირი კომუნიკაცია შედგა. ნიკოლოზ გვენცაძემ კი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო უკვე დატოვა.