საქართველოში 9 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 505 ფაქტი გამოვლინდა - Palitra News

საქართველოში 9 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 505 ფაქტი გამოვლინდა

2026-10-07 09:52:29+04:00

საქართველოში 9 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 505 ფაქტი გამოვლინდა. მხოლოდ სექტემბერში ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა 42 სამართალდარღვევა დააფიქსირეს. მათგან 41 უკანონო მოპოვებასა და, მათ შორის, ხე-ტყის ტრანსპორტირებას უკავშირდებოდა. სამართალდარღვევები ყველაზე ხშირად სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ქვემო ქართლში გამოვლინდა. სექტემბერში ამოღებულია 82 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული საშეშე და სამასალე მერქანი. სატყეო სააგენტოში აცხადებენ, რომ ტყის კონტროლის გაძლიერებისთვის მონიტორინგის პროცესში დამატებით 401 ტყის მცველია ჩართული.