რუსეთში შავი ჭირის გავრცელება ამ ეტაპზე ოფიციალურად არ დასტურდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსეთმა უწყებას აცნობა, რომ ირკუტსკში დაავადების დადასტურებული შემთხვევები არ გამოვლენილა. ინფექცია არ დაუდასტურდა არც გარდაცვლილი ლაბორანტის კონტაქტებს. ჯანმოს შეფასებით, მოსახლეობისთვის რისკი ამ ეტაპზე ძალიან დაბალია. ვითარებას აკვირდება ევროკავშირის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი, რომლის ცნობითაც, ადამიანიდან ადამიანზე ინფექციის მდგრადი გადაცემის ნიშნები არ არსებობს. დონალდ ტრამპის განცხადებით კი, საჭიროების შემთხვევაში, აშშ რუსეთს დახმარებას გაუწევს.