სტამბოლში, სკოლაში დანით თავდასხმას ერთი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა. შემთხვევა ბაშაქშეჰირის რაიონში, დილით, სასწავლო პროცესის დროს მოხდა. პოლიციამ სავარაუდო თავდამსხმელი დააკავა. ის 15 წლის მოსწავლეა და სხვა სკოლაში სწავლობს. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. თურქეთის განათლების მინისტრის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად გოგო დაიღუპა. მომხდარის დეტალებსა და თავდასხმის შესაძლო მოტივს სამართალდამცველები იძიებენ.