ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ხელოვნური ინტელექტის აგენტების აკადემია შექმნა - Palitra News

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ხელოვნური ინტელექტის აგენტების აკადემია შექმნა

2026-10-07 10:24:23+04:00

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ხელოვნური ინტელექტის აგენტების აკადემია შექმნა. აკადემიაში პროფესიული AI აგენტები კონკრეტული პროფესიისთვის სპეციალიზებულ მომზადებას გადიან მენეჯმენტის, მარკეტინგის, გაყიდვების, სამართლის და სხვა მიმართულებით. AI აგენტები ადამიანებს არამხოლოდ კონკრეტულ კითხვებზე პასუხების პოვნაში, არამედ რეალური პროფესიული სამუშაოს შესრულებაში ეხმარებიან. AI აგენტების ცოდნის ბაზა აკადემიურ წყაროებს, კვლევებს, თანამედროვე მეთოდოლოგიებსა და პრაქტიკულ ქეისებს მოიცავს. მეტი დეტალი ელენე ჩოხელის სიუჟეტში.