ევროკომისრის, მარტა კოსის შეფასებით, საქართველო მხოლოდ ფორმალურად არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესების ფონზე, ევროპარლამენტი საქართველოს საკითხს დღეს განიხილავს, შესაბამის რეზოლუციას კი 8 ოქტომბერს მიიღებს.
ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო მმართველი გუნდის სარჩელი, რომლითაც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვაა მოთხოვნილი.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო შეშფოთების მიზეზია, ხელისუფლება კი სარჩელს დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხად აფასებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის ახალი რეზოლუციები მათთვის მნიშვნელობას არ წარმოადგენს