პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ და ორი მაღალჩინოსნის გადადგომას ითხოვენ. საუბარია რუსთავის ციხის უფროს შოთა ტრაპაიძესა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელ გიორგი პატარიძეზე.
ოჯახის წევრებმა აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთანაც გამართეს და პირდაპირი ეთერის დათმობა მოითხოვეს.
გიორგი დავითაძე ბადრაგის თანამშრომლებს მის მიმართ გაუპატიურებაში ადანაშაულებს. პენიტენციური სამსახური ბრალდებებს უარყოფს.