4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე მსჯავრდებულები მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე შესაძლოა, 4 ნოემბერს გათავისუფლდნენ - Palitra News

4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე მსჯავრდებულები მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე შესაძლოა, 4 ნოემბერს გათავისუფლდნენ

2026-10-07 12:51:57+04:00

4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე მსჯავრდებულები მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე შესაძლოა, 4 ნოემბერს გათავისუფლდნენ.

მათთან საპროცესო შეთანხმების პირობებზე საბოლოო შეთანხმება მიმდინარეობს. განხილული პირობების მიხედვით, მათ სასჯელის სახით ერთი წლითა და ერთი თვით პატიმრობა შეეფარდებათ, რის შემდეგაც 4 ნოემბერს საპატიმროს დატოვებენ. საპროცესო შეთანხმების გაფორმებას გეგმავს კიდევ ერთი მსჯავრდებული, ირაკლი ჩხვირკია. მისსა და პროკურატურას შორის ამ ეტაპზე მხოლოდ ზეპირი კომუნიკაცია შედგა. კიდევ ერთი მსჯავრდებული, ნიკოლოზ გვენცაძე, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმროდან უკვე გათავისუფლდა.