„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით შეტანილი სარჩელის შესახებ განცხადებას ავრცელებს - Palitra News

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით შეტანილი სარჩელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

2026-10-07 12:42:33+04:00

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით შეტანილი სარჩელის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, 24 სექტემბერს შეტანილი სარჩელი რიგით მესამეა, რომლითაც ოპოზიციური პარტიების საქმიანობის აკრძალვა და მათი რეგისტრაციის გაუქმებაა მოთხოვნილი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა დემოკრატიის დაცვის უკიდურესი საშუალება უნდა იყოს და გადაწყვეტილება მკაფიო, კონკრეტულ და მყარ მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის არგუმენტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ შეფასებებსა და სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის საქმიანობის ერთმანეთთან დაკავშირებას ეფუძნება. ორგანიზაციის განცხადებით, პარტიების აკრძალვამ შესაძლოა ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის კიდევ უფრო შეზღუდვის რისკი შექმნას.