საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. - Palitra News

საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა.

2026-10-07 12:53:50+04:00

საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრაციებში მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლები და მშობლებიც მონაწილეობდნენ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ათობით ქალაქში გამართულ აქციებში 250 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ორგანიზატორების განცხადებით, მონაწილეთა რაოდენობამ 450 ათასს მიაღწია.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად დაშავდა სულ მცირე 215 მოზარდი და სკოლის პერსონალის 85 წარმომადგენელი. დაშავდა 700-ზე მეტი პოლიციელიც.

მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში სექტემბერში დაიწყო. ისინი სკოლების არასაკმარის დაფინანსებას, მასწავლებლების დეფიციტსა და სასწავლო პირობების გაუარესებას აპროტესტებენ.