ლიეტუვამ შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეების ტრანზიტულად გადაადგილება აკრძალოს, თუ რუსეთში შავი ჭირის გავრცელების შესახებ ინფორმაცია დადასტურდება - Palitra News

ლიეტუვამ შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეების ტრანზიტულად გადაადგილება აკრძალოს, თუ რუსეთში შავი ჭირის გავრცელების შესახებ ინფორმაცია დადასტურდება

2026-10-07 15:19:12+04:00

ლიეტუვამ შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეების ტრანზიტულად გადაადგილება აკრძალოს, თუ რუსეთში შავი ჭირის გავრცელების შესახებ ინფორმაცია დადასტურდება და დაავადება ლიეტუვას საფრთხეს შეუქმნის.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ლინას კუკურაიტისმა განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი მსგავსი ზომა ევროკავშირთან იქნება კოორდინირებული.

„თუ დავინახავთ სულ მცირე საფრთხეს მაინც, ეს საკითხი წამოყენებული იქნება ჩვენ მიერ და გადაწყვეტილება ერთობლივად იქნება მიღებული“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ის უკვე შეხვდა ყველა ძირითად ინსტიტუციას, რომელიც დაავადების მართვაზეა პასუხისმგებელი და ლიეტუვამ საპასუხო პროცედურები დაადგინა.