რა რეზოლუციას განიხილავს ევროპალამენტი  და რას ამბობენ საქართველოს ხელისუფლებაში - Palitra News

რა რეზოლუციას განიხილავს ევროპალამენტი  და რას ამბობენ საქართველოს ხელისუფლებაში

2026-10-07 16:01:10+04:00

საქართველოს საკითხი ევროპალრლამენტის ყურადღების დღის წესრიგშია. ამჯერად, საქმე ეხება ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს. თემაზე დღე გამართული დებატების შემდეგ ხვალ რეზოლუციის კენჭისყრაც გაიმართება. ამასობაში პოზიტიური არაფერი ისმის საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე. გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, მარტა კოსის განცხადებით საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. ევროპელი ლიდერის ამგვარ განცხადებებსა და ევროპალამენტში დებატებს კრიტიკით პასუხობს საქართველოს ხელისუფლება. ჯობია, იყო მხოლოდ ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ფურცელზე სახელმწიფო! - ასეთი იყო დღეს პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილის შეფასება საკითხზე. რა რეზოლუციას განიხილავს ევროპალამენტი და რას ამბობენ საქართველოს ხელისუფლებაში?