4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე მსჯავრდებულები მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე შესაძლოა, 4 ნოემბერს გათავისუფლდნენ - Palitra News

4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე მსჯავრდებულები მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე შესაძლოა, 4 ნოემბერს გათავისუფლდნენ

2026-10-07 16:03:09+04:00

4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე მსჯავრდებულები მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე შესაძლოა, 4 ნოემბერს გათავისუფლდნენ. მათთან საპროცესო შეთანხმების პირობებზე საბოლოო შეთანხმება მიმდინარეობს. განხილული პირობების მიხედვით, მათ სასჯელის სახით ერთი წლითა და ერთი თვით პატიმრობა შეეფარდებათ, რის შემდეგაც 4 ნოემბერს საპატიმროს დატოვებენ. საპროცესო შეთანხმების გაფორმებას გეგმავს კიდევ ერთი მსჯავრდებული, ირაკლი ჩხვირკია. კიდევ ერთი მსჯავრდებული, ნიკოლოზ გვენცაძე, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმროდან უკვე გათავისუფლდა.