მესტიისა და თელავის აეროპორტები ექსპლუატაციაში 2028 წელს შევა - Palitra News

მესტიისა და თელავის აეროპორტები ექსპლუატაციაში 2028 წელს შევა

2026-10-07 16:03:41+04:00

მესტიისა და თელავის აეროპორტები ექსპლუატაციაში 2028 წელს შევა. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ორივე პროექტის განხორციელების შემდეგ, 50-50 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს როგორც მესტიის, ისე თელავის აეროპორტი. პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს რკინიგზაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს რკინიგზა, „თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება თვისებრივად გარდაიქმნას კონკრეტული სექტორი. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განხორციელდა საკადრო ოპტიმიზაცია - რკინიგზაში საშტატო ნუსხა 1100 ერთეულით შემცირდა და ყოველწლიურმა დანაზოგმა 25 მილიონი ლარი შეადგინა.