არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და ყალბი აჟიოტაჟების შექმნისთვის არ არსებობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რუსეთში შავი ჭირის შემთხვევის გამოვლენასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „შემთხვევების გამოვლენის ადგილი საქართველოსგან ძალიან შორს მდებარეობს და მიმოსვლის ინტენსივობის ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რაიმე რეკომენდებული ზომების მიღება საჭირო არ არის. არადა საპირისპიროს ამბობს ოპოზიცია. ოპონენტები ამბობენ, რომ გაზრდილი ეპიდემიური რისკის პასუხად, რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებმა საზღვრების კონტროლი გაამკაცრეს და ამის ფონზე გარკვეველია რას აკეთებს ქართული სახელმწიფო.