ირაკლი კობახიძე - ღარიბაშვილის პოზიციები საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არის - ხელისუფლების ზედა ეშელონები კორუფციისგან გათავისუფლებულია - Palitra News

ირაკლი კობახიძე - ღარიბაშვილის პოზიციები საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არის - ხელისუფლების ზედა ეშელონები კორუფციისგან გათავისუფლებულია

2026-10-07 20:45:06+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერის პოზიციები საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არის. კობახიძის თქმით, ხელისუფლების ზედა ეშელონები კორუფციისგან პრინციპულად გათავისუფლებულია. კობახიძის განცხადებით, ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა, რომელმაც პარტიის ყრილობაზე კორუფციასთან დაკავშირებით მკაფიო მითითება გააკეთა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხებოდა საგარეო მიმართულებაზე.