ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მესამე სარჩელი - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ დემოკრატიული სივრცის გაქრობის რისკზე საუბრობს - Palitra News

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მესამე სარჩელი - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ დემოკრატიული სივრცის გაქრობის რისკზე საუბრობს

2026-10-07 20:46:44+04:00

24 სექტემბერს „ქართული ოცნების“ მიერ 5 ოპოზიციური პარტიის გაუქმების მოთხოვნით შეტანილ მესამე სარჩელს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“სამართლებრივად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ქვეყანაში დემოკრატიული სივრცის საბოლოო გაქრობის რისკს ქმნის. ორგანიზაციის განმარტებით, პარტიების აკრძალვის უკიდურესი ზომა ინდივიდუალურ და მყარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, მაშინ როდესაც მმართველი გუნდის არგუმენტაცია პოლიტიკურ შეფასებებსა და პრობლემურ განზოგადებებზეა აგებული. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ჰქონდა.