ოპოზიციის აკრძალვა და შესაძლო სანქციები - საქართველოს საკითხი ევროპარლამენტში - Palitra News

ოპოზიციის აკრძალვა და შესაძლო სანქციები - საქართველოს საკითხი ევროპარლამენტში

2026-10-07 20:47:48+04:00

საქართველოს საკითხი ევროპარლამენტში დღეს კვლავ განხილვის თემაა - მთავარი აქცენტი „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვაზეა. ბრიუსელი თბილისს დემოკრატიულ უკუსვლაში ადანაშაულებს და არ გამორიცხავს ახალ ნაბიჯებს, მათ შორის სანქციებსა და უვიზო რეჟიმის შეზღუდვას. ევროპარლამენტში დებატები დღეს გაიმართება, რეზოლუციას კი ევროპარლამენტარები ხვალ უყრიან კენჭს.