მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერიც გახდება - ირაკლი კობახიძე ეკონომიკის სექტორის გაძლიერებაზე საუბრობს - Palitra News

მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერიც გახდება - ირაკლი კობახიძე ეკონომიკის სექტორის გაძლიერებაზე საუბრობს

2026-10-07 20:52:55+04:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს, ვიცე-პრემიერის მოვალეობაც დაეკისრება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი ფუნქცია ქვრივიშვილს ეკონომიკის სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებაში დაეხმარება. პრემიერის განცხადებით, 2028 წელს ექსპლუატაციაში შევა მესტიისა და თელავის ახალი აეროპორტები, რომელთაგან თითოეული წელიწადში 50 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს. კობახიძის თქმით, ზამთრის სეზონისთვის გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, ახალი საბაგირო გზები, მოძრავი ხალიჩა და ახალი სასრიალო ტრასები მოეწყობა - სასრიალო გზები, ჯამურად, 86 კილომეტრს მიაღწევს.