ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება, რადგან უმრავლეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა, გაუმჯობესებულია. სარჯველაძის თქმით, ბაზის გადამოწმების პროცესი სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით გრძელდება. სარჯველაძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ბაზა გასწორდება, დაიზოგება რამდენიმე ათეული მილიონი ლარი.