მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე შესაძლოა, 4 ნოემბერს გათავისუფლდნენ - Palitra News

მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე შესაძლოა, 4 ნოემბერს გათავისუფლდნენ

2026-10-07 21:02:03+04:00

4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე მსჯავრდებულები მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე შესაძლოა, 4 ნოემბერს გათავისუფლდნენ. მათთან საპროცესო შეთანხმების პირობებზე საბოლოო შეთანხმება მიმდინარეობს. საპროცესო შეთანხმების გაფორმებას გეგმავს კიდევ ერთი მსჯავრდებული, ირაკლი ჩხვირკია. ნიკოლოზ გვენცაძე კი, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმროდან უკვე გათავისუფლდა.