თბილისის მერია პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ის დანერგვას გეგმავს, რომლის მიზანიც საცობების შემცირება და გზაჯვარედინებზე მოძრაობის მოწესრიგებაა. კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში ავტომობილების რაოდენობის ზრდამ სატრანსპორტო გადაადგილება გაართულა - პიკის საათში თბილისში 900 ათასამდე ავტომობილი გადაადგილდება. ინიციატივას აკრიტიკებს ოპოზიციის წარმომადგენელი ვასო ურუშაძე, რომლის შეფასებითაც, საცობები მხოლოდ ავტომობილების რაოდენობით არ არის გამოწვეული და პრობლემა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკისა და მართვის საკითხებსაც უკავშირდება. ურუშაძე ასევე ეჭვქვეშ აყენებს კალაძის მიერ დასახელებულ 900-ათასიან მაჩვენებელს და აცხადებს, რომ ეს მონაცემი რეალურ სურათს არ ასახავს.