ლაბორანტის გარდაცვალება და შავი ჭირის შესაძლო რისკი - რუსეთში კონტაქტების მოკვლევა დაიწყო - Palitra News

ლაბორანტის გარდაცვალება და შავი ჭირის შესაძლო რისკი - რუსეთში კონტაქტების მოკვლევა დაიწყო

2026-10-07 21:06:02+04:00

ციმბირში ერთი ლაბორანტის გარდაცვალებამ დაავადების შესაძლო გავრცელების შესახებ კითხვები გააჩინა. 28 წლის ქალი ირკუტსკის ანტიჭირის კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა. სწორედ იქ, სადაც საშიშ ინფექციებს, მათ შორის შავი ჭირის გამომწვევ ბაქტერიას, იკვლევენ. რუსეთში კონტაქტების მოკვლევა და სამედიცინო დაკვირვება დაიწყო, თუმცა დაავადების გავრცელება ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის. საკითხს აკვირდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც.