რუსული იერიშები კრემენჩუკსა და პრილუკზე - არიან დაღუპულები - Palitra News

რუსული იერიშები კრემენჩუკსა და პრილუკზე - არიან დაღუპულები

2026-10-07 21:07:10+04:00

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუკზე მასიური თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა. კრემენჩუკის მერის განცხადებით, ქალაქმა საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური განადგურება განიცადა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. პოლტავას საოლქო- სამხედრო ადმინისტრაციისხელმძღვანელის ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია ორი ადამიანი. მისივე თქმით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ამასთან, რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაშავებულები.