ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება - როგორია მოლოდინები - Palitra News

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება - როგორია მოლოდინები

2026-10-08 09:47:28+04:00

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება. რეზოლუციის პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი, მიღების შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დაგმობს საქართველოში დემოკრატიის, მედიის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობის თანდათან გაუარესებას. გუშინ კი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ევროპარლამენტარებმა მორიგი დებატები გამართეს. დებატებისას სიტყვით გამოვიდნენ როგორც რეზოლუციის მომხრეები, - - ისევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. ნაწილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ახლა სასოწრაკვეთილია. ცდილობს ქვეყანა ევროპულ მომავცალს დააშოროს და კრემლის ორბიტაზე დააბრუნოს.