4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე მსჯავრდებულები მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე შესაძლოა, 4 ნოემბერს გათავისუფლდნენ. მათთან საპროცესო შეთანხმების პირობებზე საბოლოო შეთანხმება მიმდინარეობს. „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა - წერს პაატა ბურჭულაძე წერილში. საპროცესო შეთანხმების გაფორმებას გეგმავს კიდევ ერთი მსჯავრდებული, ირაკლი ჩხვირკია. ნიკოლოზ გვენცაძე კი, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმროდან უკვე გათავისუფლდა. საკითხს ეხმაურებიოან პოლიტიკოსები.