გოგინავა : წარმოუდგენელია, რომ შავმა ჭირმა ისეთი სწრაფი გავრცელების ფორმა მიიღოს, როგორც კოვიდის დროს იყო - Palitra News

გოგინავა : წარმოუდგენელია, რომ შავმა ჭირმა ისეთი სწრაფი გავრცელების ფორმა მიიღოს, როგორც კოვიდის დროს იყო

2026-10-08 09:49:48+04:00

წარმოუდგენელია, რომ შავმა ჭირმა ისეთი სწრაფი გავრცელების ფორმა მიიღოს, როგორც კოვიდის დროს იყო. - ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. ინფექციონისტმა იმ რისკებსა და გავრცელების მასშტაბებზე ისაუბრა, რომელიც შავი ჭირის შესაძლო ეპიდაფეთქებას მოჰყვება და აღნიშნა, რომ შავი ჭირი არის მძიმე ბაქტერია, შესაბამისად, მის გავრცელებას დაინფიცირებულთან ახლო, მჭიდრო და ინტენსიური კონტაქტი სჭირდება.