აშშ-ის ფედერალური უწყებები, რუსეთში შავი ჭირის პოტენციური შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ, ერთად მუშაობენ ციმბირიდან ჩასული მგზავრების მონიტორინგისთვის - Palitra News

აშშ-ის ფედერალური უწყებები, რუსეთში შავი ჭირის პოტენციური შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ, ერთად მუშაობენ ციმბირიდან ჩასული მგზავრების მონიტორინგისთვის

2026-10-08 09:50:33+04:00

აშშ-ის ფედერალური უწყებები, რუსეთში შავი ჭირის პოტენციური შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ, ერთად მუშაობენ ციმბირიდან ჩასული მგზავრების მონიტორინგისთვის. ნიუ-იორკის ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში - სადაც აღნიშნული რეგიონიდან რეისების უმეტესობა ჩადის - სამედიცინო პუნქტი მოეწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთს დიპლომატიური გზით აცნობა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის არმიწოდება ჯანდაცვის სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევს.