„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს - Palitra News

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

2026-10-08 10:25:17+04:00

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. „თეგეტასა“ და „გალფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების ფარგლებში ორ ბრენდს შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობა ახალ, სტრუქტურირებულ ფორმატში გაგრძელდება და მომხმარებელს ერთიან საავტომობილო გამოცდილებას შესთავაზებს. ხელმოწერის ღონისძიება „თეგეტა მოტორსის“ მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა და „გალფის“ გენერალურმა დირექტორმა. ● შეთანხმება საცალო და კორპორაციული მომხმარებლებისთვის ერთობლივ აქტივობებს, ლოიალობის პროგრამებს, სპეციალურ შეთავაზებებსა და კამპანიებს აერთიანებს