ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ” რეზოლუციას დღეს ევროპარლამენტში კენჭს უყრიან - Palitra News

ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ” რეზოლუციას დღეს ევროპარლამენტში კენჭს უყრიან

2026-10-08 12:45:57+04:00

„ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ” რეზოლუციას დღეს ევროპარლამენტში კენჭს უყრიან. ხუთი პოლიტიკური ჯგუფის რეზოლუციის ერთობლივ პროექტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი ქართული ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გატანას მოითხოვს. ასევე ხელახლა იმეორებს თავის მოწოდებას პერსონალური სანქციებისა და სავიზო აკრძალვების შესახებ მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე. სანქციების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს გუშინდელ დებატებზეც. ტრიბუნიდან არაერთხელ ითქვა, რომ ქართული ოცნების ქმედებები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. თუმცა ევროპარლამენტარებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმსაც ქართული ოცნების პოლიტიკა დადებითად შეაფასეს.