ბურჭულაძე - ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა - Palitra News

ბურჭულაძე - ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა

2026-10-08 12:58:21+04:00

„ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა“ - - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული მომღერალი, პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რითაც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლების საკითხს ეხმაურება. 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე მსჯავრდებულები მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე შესაძლოა, 4 ნოემბერს გათავისუფლდნენ. მათთან საპროცესო შეთანხმების პირობებზე საბოლოო შეთანხმება მიმდინარეობს. საპროცესო შეთანხმების გაფორმებას გეგმავს კიდევ ერთი მსჯავრდებული, ირაკლი ჩხვირკია. ნიკოლოზ გვენცაძე კი, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმროდან უკვე გათავისუფლდა.