საქართველოში ფასების ზრდა არ არის დამოკიდებული მხოლოდ საერთაშორისო ბაზარზე გაზრდილ ფასებზე, ეს არის საქართველოში კარტელური გარიგების და კორუფციული შეთანხმების შედეგი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვასო ურუშაძემ განაცხადა, რითაც საქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასის ზრდას გამოეხმაურა. მისივე თქმით, კონკურენციის სააგენტო ინფორმირებულია საქართველოში ნავთობპროდუქტების ფასის მატებაზე საერთაშორისო ბაზრის მდგომარეობის მიუხედავად, თუმცა მათგან რეაგირება არ არის.