თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებზე ბაქოს დიალოგის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო - Palitra News

თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებზე ბაქოს დიალოგის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

2026-10-08 13:00:24+04:00

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებზე ბაქოს დიალოგის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო. კონფერენცია ბაქოში გაიმართა. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევასა და სამომავლო ხედვებზე.