გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ესპანეთის სამეფოში, ქ. მადრიდში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე Fruit Attraction საქართველოს პავილიონი მოეწყო. ქართულ პავილიონში ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანიებია წარმოდგენილი. უწყების ინფორმაციით, გამოფენა ხილისა და ბოსტნეულის სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად მადრიდში იმართება. მათივე იინფორმაციით, ის არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, ქართული ხილის, მათ შორის ლურჯი მოცვის, საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენისა და ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნისთვის.