ზვიად გაბისონიამ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო - Palitra News

ზვიად გაბისონიამ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო

2026-10-08 13:01:54+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო. მინისტრის მოადგილემ რეგიონში სამეცნიერო პროექტების პოპულარიზაციის, ინოვაციური იდეების მხარდაჭერის, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და საერთაშორისო პროექტებში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ფესტივალის ფარგლებში, უნივერსიტეტის სხვადასხვა სივრცეში სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა.