ქვემო ქართლის პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა - Palitra News

ქვემო ქართლის პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

2026-10-08 13:02:51+04:00

ქვემო ქართლის პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანხმლებ არასრულწლოვანთან ერთად ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მეშვეობით საკუთარ ანგარიშებზე გარკვეული რაოდენობის თანხა ჩარიცხეს, შემდეგ კი აღნიშნული აპარატი დააზიანეს და მასში არსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. კომპანიისთვის მიყენებულმა ზარალმა 3784 ლარი შეადგინა. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.